
„ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს.
ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება დაზუსტებით ცნობილი, თუ რა გახდა ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ლექსო 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინსიტროში ტვ “პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ შსს ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკებით ზედოზირებასაც განიხილავს.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
ასევე ნახეთ:























