23:24 | 2021-07-14 ავტორი: Prime Time

ლექსო ლაშქარავს გარდაცვალებით კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობდნენ პოლიტიკური ქულების დაწერას – კობახიძე

ლექსო ლაშქარავს გარდაცვალებით კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობდნენ პოლიტიკური ქულების დაწერას – კობახიძე

„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერის” ეთერში ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე ისაუბრა.

 

„ლექსო ლაშქარავს გარდაცვალებით კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობდნენ პოლიტიკური ქულების დაწერას და ქვეყანაში მასობრივი არეულობის ორგანიზებას.

 

ისინი ცდილობდნენ სპეკულირებას და კონკრეტული მედიასაშუალებების პარტიული მენეჯერები გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილს იყენებდნენ, რომ მოეწყოთ არეულობის სცენარი,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მას აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X