19:04 | 2020-08-27 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ლევან ნიკოლეიშვილი: დღეს პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე მორიგი ვიდეო მასალა გაავრცელა და ნაცმედიის ისტერიის კიდევ ერთ ფეიკნიუსს წერტილი დაესვა

ლევან ნიკოლეიშვილი: დღეს პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე მორიგი ვიდეო მასალა გაავრცელა და ნაცმედიის ისტერიის კიდევ ერთ ფეიკნიუსს წერტილი დაესვა

დღეს პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე მორიგი ვიდეომასალა გაავრცელა და ნაცმედიის ისტერიის კიდევ ერთ ე.წ. ფეიკნიუსს წერტილი დაესვა, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე წერს.

 

დღეს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მორიგი ვიდეო მასალა და ინფორმაცია გაავრცელა და ნაცმედიის ისტერიის კიდევ ერთ ფეიკ ნიუსს დაესვა წერტილი!!!

 

ხომ ატყუებდნენ საზოგადოებას ავტომანქანაში სილუეტი ჩანს, სხვა პირიც ზისო? დეტალურად ვუყურე ვიდეო რგოლს და ამოვჭერი ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ავტომანქანას მართავს თავად თამარ ბაჩალიაშვილი, ხოლო ავტომანქანაში სხვა პირი არ იმყოფება.

 

პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ვიდეოკადრებს ასაჯაროებს
2020-08-27პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

 

იმედი მაქვს, რომ ასე მწყობრად და თანმიმდევრულად გაცამტვერდება ნაცმედიის ტყუილები და საქმეს ძალიან მალე დაესმება ლოგიკური წერტილი“,- წერს ნიკოლეიშვილი.

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

 

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X