13:44 | 2021-10-05 ავტორი: Prime Time

ლევან ქარუმიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ECR-ის განცხადებას ფარისევლობის თვალსაჩინო მაგალითს უწოდებს

ლევან ქარუმიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ECR-ის განცხადებას ფარისევლობის თვალსაჩინო მაგალითს უწოდებს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის (ECR) განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა.

 

„ნულოვანი თანაგრძნობა მსხვერპლთა მიმართ, კანონის უზენაესობის სრული უგულებელყოფა და უდიდესი მიკერძოება. ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის მხრიდან ფარისევლობის თვალსაჩინო მაგალითი“, – წერს ლევან ქარუმიძე.

 

ECR-მა საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლად გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

 

ავტორი: Prime Time

X