
შეიძლება ვიყოთ ინფექციის მიმღები და გამავრცელებლები, ამიტომ არის მოწოდებული სოციალური დისტანცირების დაცვა. მეც და თქვენც სოციალური დისტანცირება არ გვაქვს,- ასე მიმართა ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.
რატიანის თქმით, მედიას ხვალიდან ინტერვიუებს „განსხვავებული წესით მიაწვდის“.
„შეიძლება ვიყოთ ინფექციის მიმღები და გამავრცელებლები ამიტომ, არის მოწოდებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროსა და NCDC-ის მიერ სოციალური დისტანცირება.
მეც და თქვენც სოციალური დისტანცირება არ გვაქვს. გადავწყვიტე, ხვალიდან ინტერვიუები მოგაწოდოთ განსხვავებული წესით“, – მიმართა ჟურნალისტებს ლევან რატიანმა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















