13:53 | 2020-05-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ლევან რატიანი მოსახლეობას 6 თვეში შექმნილი ვაქცინის გამოყენებას ვერ ურჩევს

ლევან რატიანი მოსახლეობას 6 თვეში შექმნილი ვაქცინის გამოყენებას ვერ ურჩევს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ისაუბრა.

 

რატიანი მიიჩნევს, რომ დაჩქარებული წესით წარმოების გამო პრეპარატის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ბოლომდე გარანტირებული ვერ იქნება.

 

„ვემხრობი იმ ადამიანების ჯგუფს, როგორც რიგითი ექიმი, რომ 6 თვე არ არის ის დრო, როდესაც შეიქმნება პროფილაქტიკური სამკურნალო საშუალება, რასაც ე.წ. ვაქცინას ვეძახით, რომ ვურჩიო ადამიანს გამოყენება, იმიტომ რომ მინიმუმ 4-5 წელია საჭირო, რომ ასეთი სამკურნალო საშუალება შექმნან წამყვანმა ბიოტექნიკურმა ცენტრებმა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსი 728 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 509 უკვე გამოჯანმრთელდა.

 

5 ახალი ინფიცირებული და 14 გამოჯანმრთელებული პაციენტი - კორონავირუსის ბოლო მონაცემები
2020-05-235 ახალი ინფიცირებული და 14 გამოჯანმრთელებული პაციენტი - კორონავირუსის ბოლო მონაცემები

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 3259 ადამიანი

 

სტაციონარში – 323 პაციენტს აკვირდებიან

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

 

ბოლო მონაცემებით: 

 

გარდაცვლილია 12 ადამიანი. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3519 ადამიანი, სტაციონარში რჩება 351.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X