20:33 | 2021-05-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ლევან ვასაძე მოიგებს არჩევნებს… „ოცნება“ ეფექტური ვერ აღმოჩნდა – იქნება თუ არა გურამ ფალავანდიშვილი ვასაძის გუნდში

ლევან ვასაძე მოიგებს არჩევნებს… „ოცნება“ ეფექტური ვერ აღმოჩნდა – იქნება თუ არა გურამ ფალავანდიშვილი ვასაძის გუნდში

„საზოგადოება ზნეობის“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ბიზნესმენის ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლას აფასებს.

 

წესით თუ შეხედავ ბოროტება მეტია ვიდრე სიკეთე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქართველი ერი არ არის გადაგვარებული და დაუჭერს მას მხარს. ეკლესიურია ბევრი, ეკლესიას დიდი რეიტინგი აქვს და ლევან ვასაძე, რომელიც რეალური პოლიტიკის გამტარებელი იქნება, მოიგებს არჩევნებს მე ასე ვფიქრობ.

 

ამ განცხადებიდან ერთი წლის შემდეგ ლევან ვასაძე პარტიას ქმნის: „ჩინეთში თუ ერთი პარტიაა, ჩვენ რა ისეთი დამსახურება გვაქვს, რომ 10 და 15 პარტია შევინახოთ“
2021-05-06ამ განცხადებიდან ერთი წლის შემდეგ ლევან ვასაძე პარტიას ქმნის: „ჩინეთში თუ ერთი პარტიაა, ჩვენ რა ისეთი დამსახურება გვაქვს, რომ 10 და 15 პარტია შევინახოთ“

 

მის პარტიას მე ყველანაირად მხარს დავუჭერ. პარტიულად რამდენად უნდა ვითანამშრომლო, ამას სიტუაცია ანახებს, თუ შემომთავაზებენ და თუ საჭირო იქნება, გამოჩნდება. რთულია თქმა, რა მოხდება. მე რაც შემეძლება ყველანაირად დავუჭერ მხარს.

 

ფაქტია, რომ „ოცნება“, რომლის რაღაც იმედი ჰქონდა ხალხს ეფექტური ვერ აღმოჩნდა, ისეთი სიტუაციაა, რომ აგერ ნაცები ბრუნდებიან. ვერ გეტყვით რამ განაპირობა (მისი მოსვლა პოლიტიკაში) ათასი ფსიქოლოგიური ფაქტორებია, მაგრამ მომწიფდა ამისთვის დრო და მადლობა ღმერთს ალბათ ახლაა ეს მომენტი. ტყუილად არაფერი არ ხდება. სწორსაც შვებოდა, რომ თავს იკავებდა“, – ამბობს გურამ ფალავანდიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პარტიას აფუძნებს.

 

„ერი“ –  სწორედ ასე ერქმევა ახალ პოლიტიკურ ძალას. ვასაძის პარტიის ლოზუნგი კი – „ერთობა, რაობა, იმედი“ იქნება.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X