
სტამბოლში სამკურნალოდ მყოფი ლევან ვასაძე თბილისი პრაიდთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს, საიდანაც ის მთავრობასა და დიპლომატებს, საზოგადოებას და მის მხარდამჭერებს მიმართავს.
ელჩებს მოუწოდებს, რომ დარჩნენ საელჩოებში, ხოლო მხარდამჭერ ქალებს, კაცებსა და ბავშვებს რუსთაველის გამზირზე მისვლას სთხოვს. ასევე, მიმართავს ხელისუფლებას, გააუქმონ თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები.
“გუშინ, ათდღიანი ვადა გავიდა, რომელიც ჩვენ ხელისუფლებას თბილისი პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით მივეცით. იმის გამო, რომ მთავრობამ განცხადება არ გააკეთა, რომ აუქმებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. 5 ივლისს, ყველას გეძახით, გეპატიჟებით და მოგიწოდებთ მოხვიდეთ რუსთაველის გამზირზე.
სხვადასხვა მე პირადად დილიდან მივალ რუსთაველის ძეგლთან და იქ ვიქნები, რადგან 12 საათისთვის აპირებენ უმსგავსო აღლუმის ჩატარებას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გააუქმოს ეს ღონისძიება და თავიდან სოციალური დაძაბულობა აიცილონ. მსგავსი ღონისძიებები სრულიად დაუშვებელია ჩვენს რეგიონში, ის სპობს ნებისმიერი რეინტეგრაციის პერსპექტივას ჩვენს სეპარატისტ ძმებთან – ოსებთან და აფხაზებთან, არცხვენს საქართველოს სახელს მთელ კავკასიასა და რეგიონში, რაც რა თქმა უნდა, დაუშვებელია.
ჩვენ, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციიდან რამდენიმე განმარტება მოვიყვანეთ, სად უნდა შეიზღუდოს გამოხატვის უფლებები, სადაც ის საზოგადოებრივ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის და კონფლიქტში შედის საზოგადოებრივ მორალთან.
ეს დაფინანსებასა და ხელფასზე დამოკიდებული ჭინკები, რომლებიც ჯამაგირს იღებენ ყოველგვარ უმსგავსო საქციელში უცხოეთიდან არ უყურებენ და ჩვენი ხელისუფლება უბრალოდ ვალდებულია გაითვალისწინოს ეს ყველაფერი.
ნებისმიერ პროვოკაციაზე, რომელიც შეიძლება იქ მოხდეს არის პირდაპირი პასუხისმგებელი ჩვენი ხელისუფლება. იმედს ვიტოვებ, გამოიჩენენ კეთილგონიერებას და გააუქმებენ სრულიად მიუღებელ და დაუშვებელ ღონისძიებას.
დიდი იმედი მაქვს, რომ ექიმები გამომიშვებენ, რადგან ღრმა კომპლექსური კვლევები მიტარდება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ იქ მოვიდე მეც ისე, როგორც ის ადამიანები, ვისთვისაც ოჯახი და ტრადიციები მნიშვნელოვანია. დამოუკიდებლად სარწმუნოებისა და ეროვნებისა, ყველას მოვალეობაა არ გაატეხინოს ხერხემალში ჩვენი ქვეყნის ზნეობრივი კოდი ამ მტრებს.
გთხოვთ, ყველას იქ დაპირისპირების ან პროვოკაციის შემთხვევაში ხელი არ დაარტყათ მაგ პერვერტებს და შეეცადოთ, ადგილიდან გაიყვანოთ ისინი. ძალოვანებს მოვუწოდებ, არ გამოესარჩლონ უზნეობის ზეიმს საქართველოში, არანაირი ჯამაგირი და კარიერა არ გიღირდეთ თქვენი ქვეყნის შერცხვენად.
თუ ჩვენი პოლიტიკოსები ასეთ უკანონო ბრძანებას მოგცემენ, გვერდზე გაიწიეთ, რადგან თქვენი საქმე წესრიგის დაცვაა, რომელიც დაფუძნებულია მრავალსაუკუნოვან წესსა და რიგზე, ტრადიციებზე.
მოვუწოდებ ელჩებს, განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნების ელჩებს, რომლებმაც ლამის ტრადიციად გახადეს ქართული ტრადიციების დაცინვა და ხელყოფა, ნუ იკადრებთ და ნუ ჩაერევით საქართველოს შიდა საქმეებში, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას ეკლესიას, დარჩით თქვენს საელჩოებში და ნუ გაერევით ამ პროვოკაციასა და სიბინძურეში.
დარწმუნებული ვარ, ვერც ჩემი ავადმყოფობა და ვერც სხვა რამ ჩვენს ხალხს ამ სიბინძურის არდაშვებაში ვერაფერი შეაჩერებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთავრობას, ამ ისედაც გაწვალებულ ქვეყანაში არ დაუშვან ე.წ. პრაიდის კვირეული.
ვწუხვარ, რომ ამ მიმართვის გაკეთება სტამბოლიდან მიწევს, დიდი იმედი მაქვს, თბილისში დაბრუნებას შევძლებ. მთელ საქართველოს, ქალებს, ბავშვებს, კაცებს, ყველას გეძახით, დავდგეთ ერთად და არ დაუშვათ საქართველოს შერცხვენა.” – აცხადებს ლევან ვასაძე.
ცნობისთვის, 15 ივნისს, ლევან ვასაძემ ხელისუფლებას 10 დღიანი ვადა მისცა, გააუქმოს 25 ივნისამდე დაგეგმილი ე.წ. დაანონსებული პრაიდი. ” არ მისცენ საბაბი ქვეყანაში ესკალაციის და დაპირისპირების პროცესების განვითარებას, რათა ყოველ წელს არ გვიწევდეს სირბილი ამ სისულეებზე. მიიღონ კანონი, რომელიც აკრძალავს გარყვნილების პროპაგანდას ქვეყანაში,”- განაცხადა ლევან ვასაძემ.






















