
„პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სათემო ორგანიზაცია „ქედელში” 22 წლის ახალგაზრდა უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა – ლევან ლ. მწვადით დაიხრჩო.
ის ოჯახური ტიპის დაწესებულების ბენეფიციარი იყო. როგორც ჩვენთან საუბრისას ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, ლევანი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა და ხორცის ნაჭრის გადაცდენით დაიხრჩო.
„ლევანი მწვადს მიირთმევდა, გადასცდა და დაიხრჩო. მას ფიზიკური ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია, აღენიშნებოდა გონებრივი ჩამორჩენა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია და ორივე მხარე ექსპერტიზის დასკვნებს ველოდებით.” – ამბობს გელა ღლიღვაშვილი.























