09:47 | 2020-12-07 ავტორი: თეონა ყაჭიური

ლილოს დასახლების სასაწყობე ფართში ხანძარია

ლილოს დასახლების სასაწყობე ფართში ხანძარია

ლილოს დასახლებაში  ხანძარია. როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სასაწყობე ფართის ნაწილში გაჩნდა.

 

ადგილზე 9 ეკიპაჟია მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობი დაიწვა ხანძრის შედეგად.

 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს

ავტორი: თეონა ყაჭიური

X