21:34 | 2021-07-31 ავტორი: თეონა ყაჭიური

„ლიტერადან“ წიგნი გელა ჩარკვიანმაც მოხსნა

„ლიტერადან“ წიგნი გელა ჩარკვიანმაც მოხსნა

ლიტერატურულ პრემია „ლიეტრადან“ ნამუშევარი გელა ჩარკვიანმაც მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გამომცემლობა „არტანუჯი“ ავრცელებს.

 

„გელა ჩარკვიანთან შეთანხმებით, გამომცემლობა „არტანუჯი” მის წიგნს – „English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი” პრემია „ლიტერადან” ხსნის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ცნობისთვის, ლიტერას ჟიური იოსებ ჭუმბურიძის გარდა მწერალთა სახლის მიერ შერჩეულმა ოთხივე წევრმა დატოვა. ჟიური გუშინ დატოვა სამმა წევრმა, რეზო თაბუკაშვილმა, ლელა კოდალაშვილმა და ოქტაი ქაზუმოვმა. კონკურსს ტოვებენ თავად კონკურსანტებიც.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X