16:53 | 2021-11-24 ავტორი: Prime Time

ლიზა იასკო: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს შესაძლებლობა, რომ დაინახოს მზე

ლიზა იასკო: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს შესაძლებლობა, რომ დაინახოს მზე

გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის სანახავად მისი მეუღლე, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო იმყოფებოდა.

„დაემუქრა, მაგ სილას არ გაპატიებო“ - სამგორში მოკლული ბიჭის დედა 
2021-11-24„დაემუქრა, მაგ სილას არ გაპატიებო“ - სამგორში მოკლული ბიჭის დედა 

 

იასკომ ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს ჯერ კიდევ სუსტად გრძნობს:

 

„ის თავს ჯერ კიდევ სუსტად გრძნობს. მუდმივად სტუმრობს ექიმი, ტარდება სხვადასხვა სახის პროცედურები. ის საკმაოდ გახდა, სასამართლოს შემდეგ კიდევ 3 კილოგრამი დაიკლო. პალატაში ვერ ხედავს სინათლეს, ნორმალურად ვერ სუნთქავს ჰაერს. ასეთი ჯანმრთელობის მქონე ადამიანისთვის ეს ნორმალური არ არის. მოხარული ვარ, რომ მისი ნახვის საშუალება მომეცა,”- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო.

 

საქართველოს ექსპრეზიდენტის მონახულებას აპირებს უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეციც.

 

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X