
ლიზა იასკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც იასკომ გორის ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა მაინც სუსტად არის.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა სამწუხაროდ, მე ვხედავ, რომ ის არის სუსტად. ის უკეთესად გამოიყურება, ვიდრე რამდენიმე დღის წინ, როცა მე მას ბოლოს შევხვდი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რა თქმა უნდა მაღელვებს, რადგან მას აქვს კვალი გლდანის ციხეში გადატარებული დღეების.
აქვს სხვადასხვა სიმპტომები. იმედი მაქვს, რომ ის იქნება უკეთესად, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომ სამედიცინო რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს და ასევე დასრულდეს მისი გათავისუფლებით” – თქვა ლიზა იასკომ.
ცნობისთვის, მიხიელ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობენ.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:
სასიხარულო ინფორმაცია სოციალურად დაუცველებისთვის – მთავრობის ახალი ინიციატივა
სოფო ნიჟარაძე ელის მარია სააკაშვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს
ვის დაეკისრება ჯარიმა 1-ლი დეკემბრიდან კოვიდრეესტრში არყოფნის გამო






















