
რადას დეპუტატმა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ ლიზა იასკომ საქართველო გუშინ დატოვა.
იასკომ უკრაინაში გაფრენამდე Ukraine 24 ინტერვიუ მისცა.
„ასეთი ადამიანები, ალბათ, 100 წელიწადში ერთხელ იბადებიან… ის ბრძოლის ხასიათზეა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ის უკვე 6 დღეა შიმშილობს. ის ნამდვილად არაფერს არ ჭამს“, – თქვა ლიზა იასკომ.
მან ასევე ისაუბრა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ.
„ეს უკვე დღის წესრიგშია, იმიტომ, რომ შიმშილობს 10 დღის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გაუარესდება და არ მინდა ეს დავუშვა“, – აღნიშნა იასკომ.
ცნობისთვის, უკრაინელმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილი რუსთავის 12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ მოინახულა.
ექსპრეზიდენტი სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს.
ნახეთ ვიდეო ⇓























