
ცნობილი მომღერლის მაია ჯაბუას ქალიშვილი, ლიზა ყენია საზოგადოების ყურადღების ცენტრში დიდი ხანია მოექცა. ახალგაზრდა მომღერალმა დამოუკიდებლად დაიმკვიდრა ადგილი შოუბიზნესში. ის ასევე ბიზნესლედიც არის.
მომღერალი უძღვება ორ ბიზნესს – ტანსაცმლის საკუთარ ბრენდს და კოსმეტიკისა და სახის მოვლის საშუალებების ერთ-ერთ კომპანიას.
ჟურნალ „გზასთან“ ლიზა პირადი ცხოვრების რამდენიმე დეტალზე საუბრობს.
როგორც მომღერალი ამბობს, ქალისთვის თავის მოვლა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
„გოგომ რომ თავს კარგად მოუარო, ლამაზი იყო, ყველაფერი წესრიგში გქონდეს… საბედნიეროდ, პირადად მე, თავს მინიმალურად ვუვლი. კი, ფრჩხილს ყოველთვის “ვიკეთებ” და თმას ვივარცხნი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ გამიმართლა: არის სალონები, რომლებსაც რეკლამას ვუკეთებ და შეიძლება, მაგალითად, ფრჩხილი უფასოდ “გავიკეთო”, მაგრამ არის რაღაცები, რაშიც უკვე თანხის გადახდა მიწევს. მარტივი ამბავი არ არის. ამიტომ მამაკაცებს მოვუწოდებ – ქალებისგან ბევრს ნუ მოითხოვენ, რადგან ისედაც ყველა ძალიან “იწეწება”,- ამბობს ლიზა.























