
ლევან ვასაძე „უძლურის დღიურის“ წერას განაგრძობს. ამჯერად, ბიზნესმენმა გამოაქვეყნა ლექსი სახელოწოდებით: „ლოგინში სიკვდილს რა ვუთხარ“.
„ლოგინში სიკვდილს რა ვუთხარ,
რომელსაც ნატრობს ყველაო,
ფეხზე მდგარ მამკალ კაცივით,
ო-დელი-დელი-დელაო.
გინდა შრომაში დამხარჯე,
ფერებით, ნელა-ნელაო,
შრომის ნაყოფი – ქვეყანას,
ო-დელი-დელი-დელაო.
გინდ დამაბერე, მაგრამა
არ მჭირდებოდეს შველაო,
შვილების შვილებს ვუვლიდე,
ო-დელი-დელი-დელაო.
ან იქნებ ღირსი გამხადო,
ჩემ უღირს ლოცვის სმენაო,
მუხლმოყრილს გარდამიცვალო
ო-დელი-დელი-დელაო.
ან იქნებ დამრჩა ბევრიცა
გაჩეხვა, თიბვა, ცელაო,
ბალახად ყოფად მნდომელსა,
ო-დელი-დელი-დელაო.
მაშინ შენ მითხარ, რა ძალით
შევძლო ამდენის თმენაო,
მეც ბოროტებად არ ვიქცე,
ო-დელი-დელი-დელაო.
მაგ მეომრობის მადლია
ქვეყნის მტრებისთვის წყევლაო,
მისთვის ძგერს მარტო ეს გული,
ო-დელი-დელი-დელაო.
თუმცა მე იმდენს გაწუხებ,
მგონი ვერ მჯობნის ყველაო,
შენი ვარ, როგორც გენებოს,
ო-დელი-დელი-დელაო…
ცნობისთვის, ლევან ვასაძემ „უძლურების დღიურების“ წერა დაახლოებით, 1 თვის წინ დაიწყო. „ვეცდები, ვწერო ყოველდღე, პირველი წამლების მერე, სანამ ეს ჩემი სხეული ქმედითია“, – განაცხადა მან.
წაიკითხეთ ვრცლად: ლევან ვასაძემ „უძლურის დღიურის“ წერა დაიწყო.
ნახეთ სხვა სიახლეები:






















