
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე იხსენებს დღეს როდესაც გონება დაკარგა ადვოკატების თვალწინ.
“იმ დილას სანამ გონებას დავკარგავდი, შემომხედა მთავარმა ექიმმა და ჩათვალა, რომ უკვე ვკვდები იმიტომ, რომ ჩემი ყველა მონაცემები იყო სასიცოცხლო მონაცემებზე ქვემოთ, ფეხები მქონდა დასიებული პრაქტიკულად ვერ დავდიოდი და როდესაც ამ ქალბატონმა დაინახა, რომ ვკვდები სასწრაფოდ გამოიძახა სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა დემურიშვილი და სასწრაფოდ გამოიძახა ქალბატონი გულიკო, რადგან ჩემს პირად ექიმს არ უშვებდნენ. ეს იყო სიტუაცია როდესაც ქალბატონმა გულიკომ გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე. რადგანაც გონება მქონდა დაკარგული თითქმი 20 წუთის განმავლობაში. ამას შეიძლება გულის გაჩერება ან ტვინის სიკვდილი მოჰყვეს. ქალბატონი გულიკო მე ძალიან კარგად მახოვს ლოყაში მირტყამდა და მეუბნებოდა, არ მოკვდეო” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.






















