
ამერიკელი, 40 წლის ქალი აცხადებს, რომ ლოქდაუნის დროს ქმარს დედამთილთან უღალატა. ინფორმაციას ამის შესახებ The Sun-ი ავრცელებს.
„გასულ წელს, როდესაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო და ლოქდაუნი გამოცხადდა, მე და ჩემი ქმარი მის მშობლებთან გადავედით საცხოვრებლად, რათა ისინი ბავშვების აღზრდაში დაგვხმარებოდნენ.
ჩემს დედამთილს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს და თავის ასაკთან (53) შედარებით ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება. ჩემი დედამთილი ქმარს ცოტა ხნის წინ დაშორდა.
ერთ დღესაც მაშინ, როდესაც ჩემი ქმარი სამსახურში იყო, ბავშვებს კი ეძინათ, მან შემომთავაზა დაგველია და რამე ფილმისთვის გვეყურებინა. ფილმის ყურების დროს მან უცბათ ტირილი დაიწყო და გამომიტყდა რომ ლესბოსელი იყო. ოჯახიც სწორედ ამიტომ დაენგრა. მე მის დამშვიდებას შევეცადე, ჩავეხუტე, მან კი მოულოდნელად მაკოცა. თავიდან უცნაურად ვიგრძენი თავი, თუმცა მესიამოვნა და კოცნაზე მეც ვუპასუხე. შემდეგ მან ოთახისკენ წამიყვანა, მე წინააღმდეგობა არ გამიწევია.
როდესაც ჩემი ქმარი სამსახურში მიდის, დედამთილთან მივდივარ. ვატყობ, რომ მის მიმართ გრძნობები მიძლიერდება, მინდა მასთან ვიყო, მაგრამ არ მინდა ჩემს ქმარს გული ეტკინოს“,- ამბობს 40 წლის ქალი.
ასევე დაგაინტერესებთ: ლონდონში კორონავირუსით გარდაცვლილთა საპატივცემულოდ კედელი მოხატეს






















