23:20 | 2020-03-13 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ლუგარში გაგზავნილი 23 ნიმუშიდან ყველამ უარყოფითი შედეგი აჩვენა

ლუგარში გაგზავნილი 23 ნიმუშიდან ყველამ უარყოფითი შედეგი აჩვენა

დღეს ლუგარის ლაბორატორიაში 23 ნიმუში შემოწმდა და გამოკვლევამ უარყოფითი შედეგები აჩვენა. ამ დროისთვის ნიმუშების შეტანა გრძელდება.

 

საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ 25 შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას, 1 ესპანეთში, დანარჩენი ყველა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

 

ლუგარის ლაბორატორიაში ამ დრომდე სულ 600 შესაძლო შემთხვევის ნიმუში იქნა გატესტილი.

 

ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 438 ადამიანი, 1100 კი – თვითიზოლაციაში. 70 პაციენტი იმყოფება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X