10:37 | 2020-04-01 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ლუკაშენკოს კორონავირუსი „ფსიქოზად“ მიაჩნია – რა ხდება ბელარუსში

ლუკაშენკოს კორონავირუსი „ფსიქოზად“ მიაჩნია – რა ხდება ბელარუსში

ბელარუსში კორონავირუსიგან პირველი პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში 163 დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა ბელარუსში არ არის გამოცხადებული არც საგანგებო რეჟიმი, არც კარანტინი.

 

ევროპის მასშტაბით ასეთი დაბალი მაჩვენებელი, ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, დაკავშირებულია იმასთან, რომ ქვეყანაში სანიტარული-ეპიდემიოლოგიური სამსახური მუშაობს, რომელმაც უცებ ნახა და იზოლაციაში მოაქცია ყველა, ვისაც საეჭვო ისტორია ჰქონდა.

 

მინსკში, ორმა ექიმმა ადგილობრივ „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ ბელარუსის კლინიკებში პაციენტებს, რომელსაც კორონავირუსი უდასტურდებათ, ისტორიაში შეიძლება დაუწერონ უბრალოდ „პნევმონია“ და ამის გამო, სტატისტიკა რეალობას არ შეესაბამება.

 

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ კორონავირუსს „ფსიქოზი“ უწოდა, რომელიც „მსოფლიოს ეკონომიკას გააჩერებს“.

 

მისი თქმით, ბელარუსი აკეთებს ყველაფერს, რომ ვირუსი შეაჩეროს, თუმცა ამას „ზედმეტი ხმაურის“ გარეშე ახერხებს.

 

პრეზიდენტს არ გაუუქმებია გამარჯვების დღის 75-ე წლისთავი და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ პანიკაში არ ჩავარდნენ და გააგრძელონ მუშაობა.

 

ქვეყანაში გახსნილი ყველა კაფე და კინოთეატრი და გრძელდება საფეხბურთო ჩემპიონატიც – ერთადერთი ევროპაში.

 

ხელისუფლებამ ის მასობრივი შეკრებები აკრძალა, რომელშიც უცხოელები მონაწილეობენ ან მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ.

 

ამავე თემაზე იხილეთ: 

 

ევროპის ჩემპიონატი 2021 წლამდე გადაიდო. 

 

ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის ყველა მატჩი გაუქმდა. 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X