19:44 | 2021-07-06 ავტორი: Prime Time

ლუკასს უკვე ყველა ის პიროვნული თვისება აქვს, რაც ნამდვილ მამაკაცს – ნეკა დოროყაშვილი

ლუკასს უკვე ყველა ის პიროვნული თვისება აქვს, რაც ნამდვილ მამაკაცს – ნეკა დოროყაშვილი

ფოტომოდელი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი ინსტაგრამზე აქტიურობით გამოირჩევა. ის თავის შვილთან ერთად ბევრსაც მოგზაურობს.

 

ცოტა ხნის წინ მის შვილს, ლუკასს დაბადების დღეს ჰქონდა. ნეკამ შვილის ფოტო გამოაქვეყნა, თუ როგორ აღნიშნეს ერთად დაბადების დღე.

 

„ჩემი მაგარი ბიჭი ძალიან სწრაფად გაიზარდა. ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ ის ისევ სამი წლის ბავშვს ჰგავს, თუმცა ეს ალბათ იმიტომ, რომ ბოლოს სწორედ ამ ასაკში ნახეს. ჩემს ლუკასს უკვე ყველა ის პიროვნული თვისება აქვს, რაც ნამდვილ მამაკაცს უნდა ჰქონდეს“ – წერს ნეკა დოროყაშვილი შვილის, ლუკასის ფოტოზე.

 

 

ავტორი: Prime Time

X