12:58 | 2020-06-06 ავტორი: ნინი ტაველიძე

მადაგასკარის განათლების მინისტრი მოსწავლეებისთვის 2 მილიონი დოლარის ღირებულების ჩუპა-ჩუპსები შეკვეთას „შეეწირა“

მადაგასკარის განათლების მინისტრი მოსწავლეებისთვის 2 მილიონი დოლარის ღირებულების ჩუპა-ჩუპსები შეკვეთას „შეეწირა“

მადაგასკარის განათლების მინისტრი, რიჯასოა ანდრიამანანა თანამდებობიდან მას შემდეგ გაანთავისუფლეს, რაც მან მოსწავლეებისთვის 2 მილიონი დოლარის ღირებულების ჩუპა-ჩუპსების შეკვეთა გადაწყვიტა. ინფორმაციას BBC- ი ავრცელებს.

 

ყველასთვის კარგად ცნობილ პრეპარატს კორონავირუსის სამკურნალოდ ტესტავენ
2020-06-03ყველასთვის კარგად ცნობილ პრეპარატს კორონავირუსის სამკურნალოდ ტესტავენ

 

მინისტრის განცხადებით, თითო მოსწავლისთვის 3 ჩუპა-ჩუპსი უნდა დაერიგებინათ.

 

მისი თქმით, ტკბილეული აუცილებელია ბავშვებისთვის, რადგან კორონავირუსის მცენარეული „წამალი“, რომელსაც კუნძულის მცხოვრებლებს ურიგებენ, ძალიან მწარეა.

 

აღნიშნული გეგმა მას შემდეგ გაუქმდა, რაც მადაგასკარის პრეზიდენტმა, ენდრი რაჟოელინამ ის დაიწუნა.

 

ენდრის მტკიცებით, ქვეყანაში კორონავირუსის წამალი გამოიგონეს. თუმცა, მსოფლიო მას სკეპტიკურად მოეკიდა.

 

მადაგასკარის ლიდერის განმარტებით, სითხე არტემიისგან არის ნაწარმოები, მცენარისგან, რომელსაც ანტიმალარიული თვისებები აქვს.

 

ენდრი რაჟოელინას თქმით, მსგავსი ხსნარის გამოშვება ევროპულ ქვეყანას რომ დაეწყო, მის მიმართ ასეთ სკეპტიციზმს არ გამოიჩენდნენ.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X