15:44 | 2021-08-24 ავტორი: თეონა ყაჭიური

მადლიერმა პაციენტებმა ექიმის ფანჯრებთან თივა დაყარეს – მიზეზი, რომელიც უემოციოდ არ დაგტოვებთ

მადლიერმა პაციენტებმა ექიმის ფანჯრებთან თივა დაყარეს – მიზეზი, რომელიც უემოციოდ არ დაგტოვებთ

ჟურნალისტი და ბლოგერი ნინო კვაჭანტირაძე ექიმებისთვის მადლიერების გამოსახატავად, ერთ ისტორიას იხსენებს. ისტორია ბათუმელ ექიმ, ეხება რომელიც უფასო რეცეპტს უწერდა ღარიბ პაციენტებს.

 

„ბათუმში, მარიას გამზირზე, ახლანდელ მემედ აბაშიძის 43-ში 1910-49 წლებში ცხოვრობდა ექიმი-თერაპევტი პლატონ გიგინეიშვილი, რომელიც მთელ აჭარას უყვარდა.

 

პლატონ ექიმი ორი ფერის რეცეპტს უწერდა პაციენტებს – მწვანეს და თეთრს.

 

გაჭირვებულ პაციენტებს მწვანე ფერის რეცეპტს აძლევდა. აფთიაქში რომ მიდიოდნენ, ფარმაცევტებმა უკვე იცოდნენ – წამლები უფასოდ უნდა მიეცათ. თვის ბოლოს კი, ექიმი ხარჯებს საკუთარი ხელფასით ფარავდა.

 

„ღამე ვეღარ ვიძინებ, ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები მიდგას თვალწინ“ - რა ხდება ბოქსირებულ განყოფილებაში
2021-08-24„ღამე ვეღარ ვიძინებ, ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები მიდგას თვალწინ“ - რა ხდება ბოქსირებულ განყოფილებაში

 

პლატონი კარდაკარ დადიოდა და მაშინ ჯერ კიდევ უკურნებელი ინფექციებით – ქოლერით და ტიფით, ასევე მალარიით დაავადებულებს კურნავდა. ხშირად ავადმყოფები შინ მიჰყავდა კიდეც, რითაც საკუთარ სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებდა.

 

ერთხელ, ახლანდელი 6 მაისის სახელობის პარკთან გაშლილი კარვიდან გოგონების ტირილი შემოესმა. დები აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანი ძალიან მძიმედ იყო. მაღალი სიცხე ჰქონდა. პლატონმა გოგონას ტიფი დაუდგინა და დასთან ერთად სამკურნალოდ შინ წამოიყვანა.

 

ის გოგო მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე აღმოჩნდა, და კი – რეჟისორ გიორგი დანელიას დედა – მერი.

 

არაერთი ბათუმელი გადაურჩენია პლატონ გიგინეიშვილს. მან უზარმაზარი წვლილი შეიტანა აჭარაში ტიფის დამარცხებაში.

 

პლატონ გიგინეიშვილი

 

როდესაც მძიმედ დაავადდა, მის კართან კოლეგებმა გამოაკრეს წარწერა “ჯანის სისაღე“.

 

შემდეგ კი ბათუმელებმა მარიას გამზირზე თივა დაყარეს, რომ ქვაფენილზე მოძრავი ეტლების ხმაურს ექიმის საძინებლამდე არ მიეღწია“,- წერს ნინო კვაჭანტირაძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X