
გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დედა თამუნა შალვაშვილი, სოციალურ ქსელში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერ გამოგზავნილ საჩუქარს აქვეყნებს.
„უძვირფასესი საჩუქარი პატრიარქისგან! მადლობა დაფასებისთვის“, – წერს გიორგის დედა.

შეგახსენებთ, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ გარდაცვლილი, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მშობლებს და ახლობლებს სამძიმრის წერილიც გაუგზავნა.
„ქრისტიანისთვის სიკვდილი არ არსებობს, გიორგი ცოცხალია“,- ეწერა პატრიარქის სამძიმრის წერილში.






















