15:04 | 2020-05-06 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მადლობა ღმერთს, რომ სისხლი არ დაიღვარა – მეუფე ნიკოლოზი ყინწვისის ინციდენტზე

მადლობა ღმერთს, რომ სისხლი არ დაიღვარა – მეუფე ნიკოლოზი ყინწვისის ინციდენტზე

ვინმე ამბობს, რომ ეს კარგი საქმეა, ან ასე უნდა იყოს, ან ეს ნორმალურია და დასაშვები?, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირებას არავითარი გამართლება არ აქვს.

 

„მოხდა რაღაც ინციდენტი, რომელსაც არავითარი გამართლება არანაირი მხრიდან არ აქვს. თან სასულიერო პირი დაკავებულია, რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ? მოხდა – მოხდა, ცუდია ძალიან. მადლობა ღმერთს, რომ სისხლი არ დაიღვარა. არავინ გაურბის პასუხისმგებლობას, პასუხს აგებს ის, ვინც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, ძალიან ცუდია. რა ვქნათ ახლა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

Exclusive: 7-8 გასროლა განხორციელდა ჩვენი მიმართულებით - რას ყვება მღვდელი, რომელსაც ყინწვისში ცეცხლი გაუხსნეს
2020-05-05Exclusive: 7-8 გასროლა განხორციელდა ჩვენი მიმართულებით - რას ყვება მღვდელი, რომელსაც ყინწვისში ცეცხლი გაუხსნეს
შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ ცნობილი 22 აპრილს გახდა ცნობილი.

 

ამ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ 27 აპრილს ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი მამა დავითი (საერო სახელი – კობა კობაიძე) დააკავა.

 

„პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა საქმის მასალები, რომელიც ყინწვისში სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალებს ასახავს.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X