
ტოკიოში 32-ე ოლიმპიური თამაშების დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
გამოცემის ინფორმაციით, ღონისძიება მაყურებლების გარეშე გაიმართა. სპორტსმენების დიდმა ნაწილმა იაპონია ცერემონიამდე დატოვა.
ოლიმპიადის ორგანიზატორების პროტოკოლის თანახმად, მონაწილეებს ქვეყანა მათი შეჯიბრების დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში უნდა დაეტოვებინათ.
საქართველომ ტოკიოს ოლიმპიადაზე 8 მედალი მოიპოვა. შემდეგი ოლიმპიადა პარიზში, 2024 წელს ჩატარდება.
ასევე ნახეთ სხვა ინფორმაციები ⇓























