20:22 | 2021-10-30 ავტორი: Prime Time

მადლობა ქართველ ხალხს, დღეს გამარჯვება ბოლომდე მივიყვანეთ – ირაკლი კობახიძე

მადლობა ქართველ ხალხს, დღეს გამარჯვება ბოლომდე მივიყვანეთ – ირაკლი კობახიძე

„მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც ჯერ 2 ოქტომბერს გააკეთა პრინციპული არჩევანი, ჩვენ ეს გამარჯვება ბოლომდე მივიყვანეთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, 2 ოქტომბერს ხალხმა უარი უთხრა იმას, რასაც ყველამ უნდა უთხრას უარი.

 

„მადლობა ჩვენი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, ქართველ ხალხს, რომელმაც ჯერ 2 ოქტომბერს გააკეთა პრინიპული არჩევანი, არჩევანი, რომლის მიხედვით უარი ეთქვა იმას, რასაც უარი უნდა უთხრას აბსოლუტურად ყველამ და მხარი დაუჭირა კიდევ ერთხელ ჩვენს პოლიტიკურ ძალას და დღეს მნიშვნელოვანი იყო ამ გამარჯვების კიდევ ერთხელ მიყვანა ბოლომდე და ეს გამარჯვება ჩვენ ბოლომდე მივიყვანეთ,“- განაცხადა კობახიძემ.

 

ცნობისთვის, 20:00 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა უბანი დაიხურა. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, თბილისში კახა კალაძე 57%-ით ლიდერობს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X