13:26 | 2021-10-03 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

მადლობა რუსთაველებს, მე გამარჯვებული ვარ – დავით კირკიტაძე

მადლობა რუსთაველებს, მე გამარჯვებული ვარ – დავით კირკიტაძე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, რუსთავში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით კირკიტაძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რომ ის არჩევნებში გამარჯვებულია, რისთვისაც მადლობას რუსთაველ ხალხს უხდის.

 

„მე გამარჯვებული ვარ, გავიმარჯვე რუსთავში, აქ გაიმარჯვა ოპოზიციამ.  რუსთავში „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 39 %, ოპოზიციამ  კი 61%. მადლობელი ვარ თითოეული რუსთაველის, რომელსაც დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ თავისი ნება დაეფიქსირებინა, რაშიც ხელს უშლიდა ხელისუფლება.

 

რაც შეეხება მომავალ გეგმებს, ამას შევათანხმებ რუსთაველებთან, მე მათი ნაწილი ვარ. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ არჩევნებში რუსთავი და რუსთაველები გაიმარჯვებდნენ“, – გვითხრა კირკიტაძემ.

 

შეგახსენებთ, რუსთავში დათვლილია უბნების 47.73%, რომლის მიხედვით კანდიდატებმა აიღეს:

 

დავით კირკიტაძე – “ნაციონალური მოძრაობა” – 44.53%;

 

ნინო ლაცაბიძე – “ქართული ოცნება” – 44.34%;

 

ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X