18:38 | 2021-10-01 ავტორი:

მადლობა სააკაშვილს, ასე ვერავინ შეძლებდა საკუთარი პარტიისა და კანდიდატის ასეთ გაფარჩაკებას – კახა კალაძე

მადლობა სააკაშვილს, ასე ვერავინ შეძლებდა საკუთარი პარტიისა და კანდიდატის ასეთ გაფარჩაკებას – კახა კალაძე

“ეს იყო მცდელობა რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, რომ თითქოს მიშა არის ბათუმში, ამ ნაბიჯით გააფარჩაკა პარტია”,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ქვეყანაში ჩამოსვლის შესახებ განაცხადა.

 

მისი თქმით, ვერავინ ვერ გააფუჭებდა თავის პარტიას და თავის კანდიდატს ასე როგორც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

 

ვოლსკის თქმით, სააკაშვილს ციხეში არ ემუქრება წამება, გაუპატიურება და ის, რაც მისი სადისტური მმართველობის დროს ხდებოდა
2021-10-01ვოლსკის თქმით, სააკაშვილს ციხეში არ ემუქრება წამება, გაუპატიურება და ის, რაც მისი სადისტური მმართველობის დროს ხდებოდა

 

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს, ასე ვერავინ ვერ შეძლებდა საკუთარი პარტიის ასეთ მდგომარეობაში ჩაყენებას, საკუთარი კანდიდატის, როგორც მიხეილ სააკაშვილმა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა დანარჩენი ხვალ დაველოდოთ არჩევნებს, ყველაფერი იქნება წინ.

 

ვერავინ ვერ გააფუჭებდა თავის პარტიას და თავის კანდიდატს ასე როგორც მიხეილ სააკაშვილმა”,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

ცნობისთვის, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ამბობდა, რომ რვა წლის შემდეგ ის ბათუმში იმყოფება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

 

 

ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X