13:49 | 2021-08-02 ავტორი: Prime Time

„მადლობა საქართველო, რომ ჩემთან ხარ და გჯეროდა ჩემი“ – ანტონ პლესნოის მიმართვა

„მადლობა საქართველო, რომ ჩემთან ხარ და გჯეროდა ჩემი“ – ანტონ პლესნოის მიმართვა

ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი! მადლობა საქართველო, რომ ჩემთან ხარ და გჯეროდა ჩემი მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც მგულშემატკივრობდა, თქვენი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, – ამის შესახებ ანტონ პლესნო სოციალურ ქსელში წერს.

 

„მადლობა ჩემს მშობლებს, მეუღლეს, ჩემს ახლობლებს, რომლებმაც ჩემთან ერთად გადაიტანეს ყველა სირთულე. მწვრთნელებს გიორგი ასანიძეს, სერგეი ნიკოლაევიჩ რომანოვს, რომლებმაც მთელი გული და სული ჩადეს ჩემს მომზადებაში, მათი ზედამხედველობით ვვარჯიშობდი მთელი პერიოდის განმავლობაში. ექიმებს გიორგი ჭინჭარაულს და ზურა კახაბრიშვილს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ტრავმამ არ შემიშალოს ხელი გამოსვლაში და მიმკურნალეს მთელი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში. უღრმესი მადლობა ფედერაციას და მის ხელმძღვანელს კახი კახიაშვილს, მთელს ჩვენს დიდ გუნდს, რომელიც ზრუნავდა ჩვენს მზადებაზე. ასევე დიდი მადლობა ოლიმპიურ კომიტეტს,“ – წერს ანტონ პლესნო.

 

შეგახსენებთ, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მე-8 დღეს ძალოსნობაში -96 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ანტონ პლესნოი წარსდგა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X