11:44 | 2021-11-04 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

“მაგარი კაცი ხარ, თემურ” – რა მისწერა თემურ ჭყონიამ მამუკა ხაზარაძეს

“მაგარი კაცი ხარ, თემურ” – რა მისწერა თემურ ჭყონიამ მამუკა ხაზარაძეს

პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რა მიწერა მას ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, წალენჯიხაში წასვლა ჭყონიამაც გადაწყვიტა.

 

“დილით თემურ ჭყონიას წერილი დამხვდა, “მეც მოგყვები წალენჯიხაში, როგორც კი დაიწყებ ეგრევე ჩამოვალ”
მაგარი კაცი ხარ თემურ, მადლობა, ერთად ბევრ საქმეს გავაკეთებთ”,- წერს ხაზარაძე.

 

შეგახსენებთ, წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ადგილობრივ არჩევნებში “ნაციონალური მორაობის” კანდიდატმა გაიმარჯვა.

 

ასევე ნახეთ ვიდეო ⇓ „ვერშემდგარი კულტურის მუშაკი თაკო ჩარკვიანი“ – თეა წულუკიანი

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X