14:32 | 2020-03-27 ავტორი: Prime Time

მაღალი ალბათობით, კორონას გადატანა მოგვიწევს უმრავლესობას – ზურა ჯაფარიძე

მაღალი ალბათობით, კორონას გადატანა მოგვიწევს უმრავლესობას – ზურა ჯაფარიძე

მაღალი ალბათობით კორონას გადატანა მოგვიწევს უმრავლესობას, თუმცა დიდი ნაწილი ისე გადავიტანთ რომ ვერც გავიგებთ – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. ზურა ჯაფარიძის თქმით, ის რომ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანები არ გვყავს, საზოგადოების შეგნების და ჰიგიენის დაცვის შედეგია.

 

კორონაზე 2

 

არის თუ არა საშიში?

 

საშიშია.

 

ყველას კლავს?

 

არა, ყველას არ კლავს.

 

ვის კლავს?

 

მეტწილად ასაკოვანი ადამიანებისთვის არის საშიში, თუმცა, ორმხრივი პნევმონიის რთული ფორმის განვითარების და შესაბამისი სამედიცინო დახმარების არ არსებობის შემთხვევაში – საშიშია სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვისაც.

 

რამდენი ინფიცირებულია საქართველოში?

 

არავინ იცის, არც საქართველოში, არც სხვა ქვეყნებში. რიცხვი რომელსაც სახელმწიფო გვეუბნება არის ლაბორატორიული ტესტით დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა და არა ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა. ადამიანების დიდ ნაწილს დაავადება უსიმპტომოდ გადააქვს.

 

შესაძლებელია თუ არა ვირუსის შეკავება/გაქრობა?

 

შეუძლებელია.

 

რა უნდა იყოს ამოცანა?

 

ვირუსით ინფიცირების გართულებული შემთხვევების (ორმხრივი პნევმონია) რაოდენობა დროში არ გაიზარდოს მკვეთრად და არ მოხდეს ჯანდაცვის არსებული სისტემის ისე გადატვირთვა, რომ ის ვეღარ მოემსახუროს პაციენტებს (ყველა ქვეყანაში სადაც გარდაცვლილთა რაოდენობა დიდია, სწორედ ეს მოხდა).

 

ანუ, ადამიანები არ უნდა დაიხოცონ იმის გამო რომ არ გვეყო სუნთქვის აპარატი, ექიმი, ექთანი და სხვა.

 

რა ზომები მუშაობს?

 

ა) ასაკოვანი ადამიანები უნდა მაქსიმალურად მოერიდონ კონტაქტს გარე სამყაროსთან

 

ბ) ადამიანები შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდონ ერთმანეთთან ახლო კონტაქტს (იგივე სოციალური ან ფიზიკური დისტანცირება)

 

გ) ხელების ხშირი ბანა და ზოგადად ჰიგიენის დაცვა

 

დ) ხელების პირში/თვალში არ ჩადება, პირბადის ტარება (სხვებისთვის პოტენციური რისკის პრევენციისთვის)

 

ე) მაღალი სიცხის და ხველის კომბინაციის შემთხვევაში – ექიმთან მიმართვა/ტესტირება/მკურნალობა

 

ნიშნავს თუ არა ეს ზომები რომ კორონა არ შეგვეყრება?

 

არა, არ ნიშნავს. მაღალი ალბათობით კორონას გადატანა მოგვიწევს უმრავლესობას. თუმცა დიდი ნაწილი ისე გადავიტანთ რომ ვერც გავიგებთ ამის შესახებ. ეს ზომები უზრუნველჰყოფს იმას რომ სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანები ერთიანად არ მიაწყდნენ კლინიკებს, სადაც მათი ერთდროულად მომსახურების შესაძლებლობა არ არსებობს.

 

რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო?

 

ა) ამას უნდა უხსნიდეს ხალხს

 

ბ) ეხმარებოდეს (მაგ. საკვებით, მედიკამენტებით ამარაგებდეს ბინაზე/სახლში) იმ ასაკოვან ადამიანებს, რომლებსაც არ ჰყავთ დამხმარე შვილი, შვილიშვილი, მეზობელი (ან სირები ჰყავთ)

 

გ) ამზადებდეს კლინიკებს და სამედიცინო პერსონალს გართულებული შემთხვევების მისაღებად (ამას აკეთებენ როგორც სჩანს)

 

დ) ხელს არ უშლიდეს ვირუსზე ტესტების თავისუფალ შემოტანას და ტესტირებას იმის შიშით რომ ყველა დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის ისეთებიც რომლებიც უსიმპტომოდ მიდის (და ასეთი ბევრია) მიაწყდება კლინიკებს და ადგილები აღარ დარჩება გართულებული შემთხვევებისთვის

 

აბა ტელევიზორში რასაც ვუყურებთ, ეგ რა არის?

 

ეგაა პოლიტიკური შოუ (გარდა იმ ნაწილისა, სადაც სამეიდიცნო პერსონალი რეალურად მკურნალობს ვირუსით ინფიცირების გართულებულ შემთხვევებს. ეგ ხალხი ცხადია დასაფასებელია)

 

რატომ გვაყურებინებენ ამას?

 

იმიტომ რომ:

 

1. სირები ჰგონიხართ, მასიურად, რომლებიც არ დაიცავენ რეკომენდაციებს თუ წკეპლა არ ურტყი (სინამდვილეში ის რომ საქართველოში ბევრი გარდაცვლილი არ გვყავს სწორედ ადამიანების ქცევის ცვლილების (ფრთხილად ვიქცევით) შედეგია და არა სახელმწიფოს ეფექტური მუშაობის (მასიურად სირები მხოლოდ მათ არ ჰგონიხართ, თქვენი ბევრი თანამემამულეც იგივეს ფიქრობს (საკუთარ თავზე არა, ცხადია) და ამ პოსტის კომენტარებშიც დაგიდასტურებენ, თან დამაჯერებლობისთვის სირული ქცევის მაგალითებსაც მოიყვანენ)

 

2. მთავრობები ბევრგან იქცევიან ანალოგიურად და, შესაბამისად, ‘ევროპაში ასეა’ პრინციპი მუშაობს აქაც (+ შედეგებზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ნაცადი გზაა – უბრალოდ იტყვი რომ განვითარებულ ქვეყნებშიც ასე იქცეოდნენ და ველოსიპედს ხომ არ მოიგონებდი. + ტვინის განძრევას არ საჭიროებს)

 

3. აწყობთ, მხსნელ გმირებად გვევლინებიან, სრულად რეაბილიტირდნენ (ამ მომენტისთვის ყოველ შემთხვევაში) წინასაარჩევნოდ

 

და ისევ – ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი რომ ვირუსი საშიში არაა?

 

არა, არ ნიშნავს, ვირუსი საშიშია და კლავს. ამიტომ რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვანია, ყოველგვარი პანიკის გარეშე

 

რა ეშველება ეკონომიკას, სამუშაო ადგილებს, შემოსავლებს, ლარს?

 

სწრაფად – არაფერი

 

სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები რომც გაუქმდეს, ამით არც რესტორნებში/კლუბებში მიმსვლელთა რაოდენობა გაიზრდება ახლა და არც ტურისტები მოგვასკდებიან

 

ყველაზე სწრაფად რისი გაკეთებაც შესაძლებელია – ფული უნდა ვთხოვოთ პარტნიორებს, პირველ რიგში აშშ-ს

 

ამისთვის 2 პირობა მგონია მნიშვნელოვანი:

 

1. მთავრობამ უნდა მნიშვნელოვნად შეკვეცოს ხარჯები, დაწიოს გადასახადები (შენ თუ ფლანგავ, სხვა რატომ დაგეხმარება?)

 

2. თხოვნა უნდა იყოს ერთობლივი, ოპოზიცია + მთავრობა. სხვა შემთხვევაში, ჩვენმა პარტნიორებმა შეიძლება ჩათვალონ რომ საარჩევნო წელს ქვეყნისთვის გაწეული ფინანსური დახმარება შესაძლოა აღქმული იყოს როგორც არსებული ხელისუფლების პოლიტიკური მხარდაჭერა და ამის გამო თავი შეიკავონ ფულის მოცემისგან

 

ამის შემდეგ მიზანი უნდა იყოს – ყველაზე ღია და თავისუფალი ეკონომიკის შექმნა დედამიწაზე:

 

– სახელმწიფოს ხელში არსებული ყველა აქტივი (მიწა, ტყე, წიაღისეული, უძრავი ქონება, სახელმწიფო კომპანიები) – ყველაფერი უნდა გადავიდეს ამ ქვეყნის მოქალაქეების, კერძო მესაკუთრეების ხელში

 

– უნდა გაუქმდეს საკონსტიტუციო შეზღუდვა მიწის უცხოელებზე მიყიდვის თაობაზე

 

– მთავრობის ხარჯების ზომა უნდა დავიდეს 10, მაქსიმუმ 15%-მდე, შესაბამისი გადასახადების გაუქმება/დაწევით

 

– უნდა გაუქმდეს ყველა რეგულაცია რომელიც პირდაპირ არ არის მოთხოვნილი ევროკავშირის მიერ

 

– ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი და მიღებული ყველა რეგულაცია უნდა გადაიხედოს – ან ისეთი ფორმით იქნას მიღებული რომ ნაკლებად ზღუდავდეს ადამიანის თავისუფლებას ან ამოქმედება დროში უნდა გადაიწიოს

 

– ლარი აღარ უნდა იყოს ერთადერთი საგადამხდელო საშუალება, უარი უნდა ვთქვათ საკუთარ მონეტარულ პოლიტიკაზე და დაშვებული უნდა იყოს მულტისავალუტო რეჟიმი

 

– ყველა ქვეყანასთან, თუნდაც ეს იყოს ცალმხრივად, უნდა გვქონდეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, მათ შორის საერთოდ უნდა გაუქდეს იმპორტზე გადასახადი

 

– ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ აშშ-სთან მაქსიმალურად სწრაფად მივაღწიოთ თავისუფალ ვაჭრობას – თუნდაც აშშ-სგან მომდინარე ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმის ხარჯზე

 

– სასამართლოში უნდა განხორციელდეს მინიმუმ ის რეფორმები, რომლებზეც ოპოზიციის დიდი ნაწილი შემთანხმდა – საკუთრების დაცვის სანდო გარანტიების გარეშე, ყველაფერს რაც ზემოთ წერია აზრი ეკარგება

 

ასე გადავრჩებით“ – წერს ზურა ჯაფარიძე.

ავტორი: Prime Time

X