
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„კარგა ხანია არ ვყოფილვარ მაღაზიებში სურსათის მოსამარაგებლად (თუმცა, სულაც არ მძულს ეგ საქმე). დღეს წავყევი მეუღლეს. ჩვენს სახლთან რამოდენიმე ცნობილი ქსელია.
ძალიან არ მომეწონა სიტუაცია. ერთი მეგამარკეტი, უზარმაზარ სივრცეშია მაგრამ დახუთულია, უჰაერო. მალე ოფლიანდები.
ყველა აქტივობა, რაც ინფექციის გადადების პრევენციისთვისაა -ფორმალური და არაეფექტურია. მეტ- ნაკლებად ასეა ყველა ქსელში.
ჩემი აზრით, მაღაზიებში ბევრად მეტი საშიშროებაა დაავადების გადადების, ვიდრე ნებისმიერ კლინიკაში. ამ დროს კლინიკაში ხალხი შიშით მოდის და მაღაზიებში…
თუმცა არ ვიცი, შეიძლება იქაც ეშინიათ მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს…
მოკლედ, ძალიან შევფიქრიანდი.. მშიშარა არ ვარ, მაგრამ მაინც მინდა გაგაფრთხილოთ: თუ კოვიდ-19 დამემართა, არ დაიწყოთ სკანდალურად: „ცნობილი კლინიკის დირექტორს თავად დაემართა კოვიდი..” და ა.შ.
თუ დავაადდი, ჩამთვალეთ კომუნისტ.. კი არა და „პრადუქტოვი ქსელის კლასტერად!”






















