00:57 | 2020-08-26 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მაგრად დაგიტირებო, მპირდებოდა „თმაპრუჟინა“ – საკრებულოს დეპუტატი შატილში დაღუპულ დედა-შვილზე

მაგრად დაგიტირებო, მპირდებოდა „თმაპრუჟინა“ – საკრებულოს დეპუტატი შატილში დაღუპულ დედა-შვილზე

თბილისის საკრებულოს დეპუტატი თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს შატილში დაღუპული დედა-შვილის მაია მამუჩაშვილისა და მისი ქალიშვილის ნუცა ყანადაშვილის შესახებ აქვეყნებს.

 

დეპუტატი წერს, რომ 31 წლის მომხიბლელ, ხუჭუჭა ნუცას „​თმაპრუჟინას” ეძახდა…

 

თედო ისაკაძის ემოციურ წერილს „პრაიმტაიმი” უცვლელად გთავაზობთ:

 

თმაპრუჟინა” ასე ვეძახდი. ხვეულ თმაზე რამეს რომ დაადებდი ზამბარასავით ისროდა შორს. ორივე ვხალისობდით ამაზე.

ვინ არიან შატილის გზაზე გარდაცვლილები - ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა
2020-08-24ვინ არიან შატილის გზაზე გარდაცვლილები - ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა

 

ამ სიმაღლეზე რომ ვარებოდა რა გაიფიქრა ნეტავ, როგორ შეეშინდა ალბათ. თან შვილი გვერდით.

 

მაგრად დაგიტირებო, მპირდებოდა. პირიქით როგორ ვიფიქრებდი! მაპატიეთ თუ ემოციებით შეგაწუხეთ!” – წერს თედო ისაკაძე. 

 

შეგახსენებთ, შატილის ტრაგედიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ორი დედა-შვილი მაია მამუჩაშვილი და მისი 31 წლის ქალიშვილი ნუცა ყანადაშვილი იყვნენ. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X