18:57 | 2021-04-03 ავტორი: Prime Time

კვერცხების სროლა ვანდალიზმია და ჩვენ ვემიჯნებით ამ ვანდალიზმს – მეუფე ნიკოლოზი პოზნერის ვიზიტზე

კვერცხების სროლა ვანდალიზმია და ჩვენ ვემიჯნებით ამ ვანდალიზმს – მეუფე ნიკოლოზი პოზნერის ვიზიტზე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი საკუთარ youtube-ის არხზე პოზნერის ვიზიტსა და სასტუმროსთან სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.

 

მისი თქმით, ხელისუფლების მისამართით პროტესტი აბსოლუტურად სამართლიანია, თუმცა კვერცხების სროლა ადამიანისთვის და შენობებისთვის ვანდალიზმია.

 

„მე ვმონაწილეობდი აფხაზეთის ომში, თუმცა, რა თქმა უნდა, რაც სასულიერო პირი ვარ იარაღი არ ამიღია ხელში. თუ ვინმე არ დათანხმდება, რომ აფხაზეთი არ იქნება საქართველო, ერთ-ერთი მე ვიქნები ჩვენს პატრიარქთან ერთად. ამიტომ სამშობლოს სიყვარული და დეოკუპაცია და რომ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს არ მესწავლება არავისგან. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ დღევანდელ ვანდალიზმის ფაქტზე მინდა მოგახსენოთ. ის რაც ორი დღის წინ მოხდა.

 

ასეთ დროს ხელისუფლების მისამართით პროტესტი აბსოლუტურად სამართლიანია, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროტესტის ფორმას. ნებისმიერი საუბარი იმაზე, რომ სახალხო პროტესტია და არა უშავს კვერცხების დაშენას იმიტომ, რომ ოპერაშიც ხდება.

 

სამოქალაქო აქტივისტი კვერცხს ისვრის თუ მღვდელი სკამს მოუღერებს თვისობრივად არანაირი განსხვავება არაა და ორივე დასაგმობია. კვერცხების სროლა ადამიანებისთვის და შენობისთვის ვანდალიზმია და ჩვენ ვემიჯნებით ამ ვანდალიზმს”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

 

ავტორი: Prime Time

X