
ძალიან ბევრი ადამიანი ამ სიტყვის ხსენებაზე დეპრესიაში ვარდება, – მუსიკოსი მაია ბარათაშვილი საკუთარ დაავადებაზე ალაპარაკდა.
„20 წლის წინ მინდოდა გახდომა, წავედი ელენე გიორგაძესთან და გახდა ჩემი მეგობარი, ავიღე ანალიზები და აღმოჩნდა, რომ თურმე მომატებული მაქვს გლუკოზა. აღმოჩნდა, რომ ამიტომ ვერ ვიკლებდი წონაში. დროულად ჩავავლე იმ მდგომარეობას ხელი. ამ დროს აუცილებელია კვებითი ხელშეწყობა. გურმანი ვარ, მაგრამ იმდენად დიდი იყო სურვილი ცხოვრების ხარისხი შენარჩუნებულიყო ყველაფერი დავთმე. ჩემი მდგომარეობა არ მიშლის ხელს, რომ განვვითარდე…























