15:39 | 2020-11-05 ავტორი: Prime Time

მაია ცქიტიშვილი: აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საავადმყოფოებში უსიმპტომო პაციენტები გვყავდეს

მაია ცქიტიშვილი: აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საავადმყოფოებში უსიმპტომო პაციენტები გვყავდეს

აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სიმპტომები, სიცხე და არ საჭიროებენ 24-საათიან სამედიცინო მომსახურებას, მოხვდნენ საავადმყოფოში,- ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

 

„ჩვენ გვაქვს გარკვეულ რაოდენობის საწოლფონდი. ჯანდაცვის სისტემას საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, არ აქვს შეუზღუდავი რესურსი.

3 შეზღუდვა, რომელიც უკვე ამოქმედდა - მთავრობის მორიგი sms შეტყობინება
2020-11-063 შეზღუდვა, რომელიც უკვე ამოქმედდა - მთავრობის მორიგი sms შეტყობინება

 

ჯანდაცვის სამინისტრო და კოვიდ-კლინიკები მუშაობენ იმაზე, რომ საწოლფონდის გამოყენება მაქსიმალურად ეფექტიანად ხდებოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საავადმყოფოში მოხვდნენ მხოლოდ ჟანგბადდამოკიდებულები და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე კოვიდინფიცირებულები.

 

აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სიმპტომები, სიცხე და არ საჭიროებენ 24-საათიან სამედიცინო მომსახურებას, გვყავდეს საავადმყოფოში.

 

დღეის მდგომარეობით ვიცით, რომ ძალიან ბევრი პაციენტი, რომელსაც არ სჭირდება სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში, თავის დაზღვევის მიზნით საავადმყოფოში ყოფნის სურვილს გამოთქვამს, თუმცა გაცილებით ბევრ ადამიანს შეიძლება სჭირდებოდეს ან მომავალში დასჭირდეს საავადმყოფოში ყოფნა და მათთვის მზად უნდა გვქონდეს საწოლფონდი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ავტორი: Prime Time

X