
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელმა, რუსუდან კერვალიშვილმა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სასჯელაღსრულებლის დაწესებულება დატოვა.
ის „თბილისელებთან“ მისი და მისი დის, მაია რჩეულიშვილის პატიმრობის დროს გარდაცვლილ სიძეზე საუბრობს.
„როდესაც მე მაიასთან მოვხვდი, თორმეტ დღეში ვახო გარდაიცვალა. ამიტომ, ამ დიდი ტკივილის გადატანა და გაზიარება ერთად მოგვიწია. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ამასთან შეგუება.
ალბათ, იმან შეგვაძლებინა, რომ თითქოს როდესაც იქ ხარ, იმ კედლებში, გგონია, რომ გარეთ შენი ახლობლები კარგად არიან და მათ მაინც არაფერი ემუქრებათ. ვფიქრობ, მაიას აწი დასჭირდება იმის აღქმა, რომ მის ცხოვრებაში ვახო აღარ არის“, – ამბობს კერვალიშვილი.
იხილეთ ასევე: რუსუდან კერვალიშვილის ციხიდან გათავისუფლების კადრები























