
მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის, ადვოკატი მაგდა კოტრიკაძეა ციხის დაცვის უფროსის, პაატა ხავაძის, თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
როგორც ადვოკატი “ტვ პირველთან” ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებაში შესვლამდე ადვოკატებს აიძულებენ, გაიხადონ ფეხზე, რაც მათთვის დამამცირებელი მოპყრობაა.
მატროსოვის პენიტენციურ დაწესებულებაში ადგილი აქვს ადვოკატების დამცირებას. ვინმე პაატა ხავაძე, რომელიც გარე დაცვის სამსახურს წარმოადგენს, აიძულებს ადვოკატებს, ფეხზე გაიხადონ და სწორედ ამ შეურაცხმყოფელი პროცედურის შემდეგ აძლევს საშუალებას უფლებადამცველს, შეხვდეს პატიმარს”- აცხადებს ადვოკატი.
ასევე დაგაინტერესებთ:






















