
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა.
მისი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
ასევე მას შეხვედრები ჰქონდა სრულიად საქართველოს პატრიარქ ილია მეორესთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
მაიკ პომპეო საქართველოდან ისრაელში გაემგზავრა.























