15:32 | 2021-06-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„მაინც მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის გადამრჩენელები… ოქროს ვარსკვლავები ხართ“ – გუბაზ სანიკიძის მიმართვა უმრავლესობის დეპუტატებს

„მაინც მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის გადამრჩენელები… ოქროს ვარსკვლავები ხართ“ – გუბაზ სანიკიძის მიმართვა უმრავლესობის დეპუტატებს

„ვიცი, რომ ტროცკისტულ-გახარიასტული ამბოხი გაქვთ ჩასაქრობი, გითანაგრძნობთ. მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის გადამრჩენელები“ – ამ სიტყვებით მიმართა ენმ – ძალა ერთობაშიას დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ამნისტიის კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

 

​მე ვიცი, რომ „ქართულ ოცნებას“ ახლა ცოტა ისეთი დღეები გაქვთ, ტროცკისტულ-გახარიასტული ამბოხი გაქვთ ჩასაქრობი, გასაგებია ეს, გითანაგრძნობთ, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის გადამრჩენელები.

 

გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება - ირაკლი კობახიძის პასუხი ყოფილ პრემიერს
2021-06-09გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება - ირაკლი კობახიძის პასუხი ყოფილ პრემიერს

 

24 საუკუნის წინ ქუჯი ერისთავმა და ფარნავაზმა რომ ქართული პროექტი დადეს, დადეს იმიტომ, რომ მერე თქვენ მოსულიყავით 24 საუკუნის შემდეგ ხელისუფლებაში, მესმის, ოქროს ვარსკვლავები ხართ.

 

ვიცი, რომ ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული, გასაგებია, მაგრამ ერთი მთავარი შეკითხვა მაქვს თქვენთან – როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში?! პასუხს თუ მივიღებთ, მე გაძლევთ პირობას, რომ ამას (ამნისტიის პროექტს) მხარს დავუჭერ“, – მიმართა გუბაზ სანიკიძემ უმრავლესობის დეპუტატებს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X