18:34 | 2020-07-06 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

მაკა ჩიჩუა: “აქ რომ გიორგიმ კარტოფილი დათესა, მასხრად აიგდეს, ახლა კი ყველა ბოსტანს აკეთებს…“

მაკა ჩიჩუა: “აქ რომ გიორგიმ კარტოფილი დათესა, მასხრად აიგდეს, ახლა კი ყველა ბოსტანს აკეთებს…“

მაკა ჩიჩუა ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ დღეს საკმაოდ ტრენულია საკუთარი ბოსტნის ქონა და მიწაზე საქმიანობა, თუმცა როცა ეს გიორგი მარგველაშვილმა დაიწყო და კარტოფილი მოჰყავდა, მას დასცინოდნენ.

 

– გქონდეს მიწა, ვთვლი, რომ ეს ყველა ადამიანისთვის განსაკუთრებული ჯილდოა… ჩვენ არ გვაქვს დიდი მეურნეობა, მაგრამ სეზონურად ყვეალფერი გვაქვს – კარტოფილი, კიტრი, პომიდორი, კომბოსტო, წელს ბროკოლიც დავთესე.

 

2020-07-06"ეგეთ კაცობას ნაღდად სიკვდილი ჯობია" - სალომე გოგიაშვილი გიორგი შაქარაშვილის მეგობრებს მიმართავს

 

დუშეთში მოდის ფანტასტიკური ლობიო, მწვანილი. აბა, როგორი მოდურია – ყველა ბოსტანს აკეთებს.

 

იცით, რა მიკვირს? ამერიკის ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა, კალათით დადიოდა, მთელი თეთრი სახლი გადათხარა და ბოსტანი გააკეთა.

 

ეს იყო ძალიან მოდური და ტრენდული. როგორც ქვეყნის სახე, დიდ პროპაგანდას უწევდა საკუთარი ბიოპროდუქტის წარმოებას.

 

აქ რომ გიორგიმ კარტოფილი დათესა, ეს რატომღაც, მასხრად ასაგდები თემა გახდა. სასცილოა იმ ადამიანების მდგომარეობა, ვინც ამაში პრობლემას ხედავს.

 

გიორგი მარგველაშვილი „ლელოს“ სიაში, შესაძლოა, პარტიაში გაწევრიანების გარეშე შევიდეს
2020-07-06გიორგი მარგველაშვილი „ლელოს“ სიაში, შესაძლოა, პარტიაში გაწევრიანების გარეშე შევიდეს

 

ხომ მახსოვს, როგორი ტონით ამბობდნენ – „ხახახა, პრზიდენტს, თურმე, კარტოფილი მოჰყავს“.

პრეზიდენტს, რომელიც ლექციებსაც კითხულობს, ისეთი განათლებულია, ჯიბეში ჩაისვამს მთელ პარლამენტს თუ მინისტრთა კაბინეტს, შეუძლია, კარტოფილიც დათესოს, სახლიც ააშენოს და ელექტრობაც გაიყვანოს, ეს არის იდეალური ვარიანტი.

 

Exclusive: სექსუალური შევიწროება შშმ პირთა პანსიონატში - რატომ დაკითხეს დაწესებულების პერსონალი
2020-07-06Exclusive: სექსუალური შევიწროება შშმ პირთა პანსიონატში - რატომ დაკითხეს დაწესებულების პერსონალი

 

მაგრამ ამაზე ხომ იყო პოლიტიკური ელიტებიდან ხაზგასმით გადმოძახილი და ხითხითი? იყო იმიტომ, რომ მდაბიო მდგომარეობაა, ჯერ ბოლომდე ვერ გაუცნობიერებიათ, რა არის მართლა ფასეული და ღირებული.

 

როგორც კი ნამდვილ ღირებულებას გავაცნობიერებთ, მაშინ აქ ბავშვები აღარ იშიმშილებენ. ვერ გამოვედით იმ წარმოდგენებიდან, რომ „კაი ტიპი“ მაინცდამაინც სავარძელში არ უნდა იჯდეს, კაბინეტს იქით არ იხედებოდეს და ხელზე „როლექსის“ საათი უნდა ეკეთოს. თუმცა, ცოტა სასიკეთო ძვრებსაც ვხედავ, რაზეც პანდემიამაც იქონია გავლენა.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X