17:19 | 2021-08-28 ავტორი: Prime Time

“მახსოვს ჩემ ძმასთან,ცოტნესთან “მეგობრობდა” – გიორგი გამსახურდია მამუკა ხაზარაძის შესახებ

“მახსოვს ჩემ ძმასთან,ცოტნესთან “მეგობრობდა” – გიორგი გამსახურდია მამუკა ხაზარაძის შესახებ

“ეს მევახშე,გადაგდებაზე საუბრობს, იგივეა, სადგურის სექსმუშაკმა მონოგამიაზე ილაპარაკოს“, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია პარტია “ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადების საპასუხოდ წერს.

 

გიორგი გამსახურდიას თქმით, ხაზარაძე ცოტნე გამსახურდიასთან მეგობრობდა, თუმცა როდესაც ის ცუდად გახდა ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობით არ დაინტერესებულა.

 

“მახსოვს ჩემ ძმასთან, ცოტნესთან “მეგობრობდა”,როგორც მე არ დავინტერესებულვარ მიანმარში არსებული კლიმატით,ისე მას და მის ამფსონ ბადრის ცოტნეს ბედი არ მოუკითხავს. ეს ისტორია ისე, ცნობისათვის მოვყევი“,- წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ქართველი ხალხის, ამომრჩევლის „გადაგდებით“ და მოტყუებით ქვეყანა უმძიმეს კრიზისშია და სანქციები უნდა დაწესდეს იმ ადამიანებზე, ვინც ეს ქვეყანა ამ მდგომარეობაში შეიყვანა.

 

შეგახსენებთ, 2019 წლის 19 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია დაჭრეს.ცოტნე გამსახურდიას ორი ოპერაცია საქართველოში ჩაუტარდა, რის შემდეგაც თურქეთში გადაიყვანეს და გერმანიაში გამგზავრებამდე იქ მკურნალობდა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X