14:14 | 2020-10-14 ავტორი: მარი ჯაფარიძე

მახსოვს ის ადგილი, ადამიანის ძვლები და თავის ქალები ეყარა – სასწაულები და უცნობი ფაქტები გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე

მახსოვს ის ადგილი, ადამიანის ძვლები და თავის ქალები ეყარა – სასწაულები და უცნობი ფაქტები გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე

„პრაიმტაიმის“ რესპონდენტი, ვასილ კევლიშვილი საგარეჯოში ცხოვრობდა და კარგად ახსოვს დავითგარეჯთან დაკავშირებული ბევრი მოვლენა.

 

როგორც ის ამბობს, დავითგარეჯი წლების მანძილზე ეკუთვნოდა გარდაბნის რაიონს და მის ტერიტორიაზე იყო სამხედრო პოლიგონი.

 

„რომ შეხვიდოდი, ფრესკებზე ეწერა, здесь был Коля, ДМБ 1972 და სხვა“- ამბობს კევლიშვილი.

 

მან „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ბევრი საინტერესო ნიუანსი გაიხსენა:

 

„როცა მედეა მეზვრიშვილი დაინიშნა რაიკომის მდივნად, იმ დღიდან დაიწყო ფიქრი, როგორ მოექცია გარეჯი საგარეჯოსთვის. მივიდა ნანული ცაგარეიშვილთან (შევარდნაძის მეუღლე), თავის ბავშვობის მეგობართან და ორივემ ერთად გაუბურღეს ტვინი ედუარდს, რათა დახმარებოდა ამ საქმეში. მაშინ ასე იოლი არ იყო ამის გაკეთება, მოსკოვთან უნდა შეთანხმებულიყო.

ბიძინა ივანიშვილმა დამირეკა და შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა - ბიზნესმენი დავით ხიდაშელი
2020-10-14ბიძინა ივანიშვილმა დამირეკა და შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა - ბიზნესმენი დავით ხიდაშელი

 

როგორც იქნა, შეძლეს და1978 წელს მოხერხდა ეს ამბავი. ასე რომ, დიდი წვლილი გარეჯის დაბრუნებაში ქალბატონ ნანულისაც მიუძღვის.

 

დაიბრუნა მედეა მეზვრიშვილმა გარეჯი, ამის შემდეგ დაიწყო წვალება, როგორ გადაეტანა პოლიგონი. ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო მაგ დროს. ჩართო სტუდენტები და ატეხა ამბავი, რომ ნადგურდებოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მაშინ ვინ გაბედავდა და სალოცავად ვინ მოიხსენიებდა?

 

ერთი სიტყვით, შეუძლებელი შეძლო ამ ადამიანმა და პოლიგონიც გადაატანინა. ამის შემდეგ დაიწყო გარეჯის აღორძინება, გაიყვანა გზა, დააარსა დავითგარეჯობის დღესასწაული.

 

პირველი დავითგარეჯობა რომ ჩატარდა, მთელი საქართველო დაესწრო. მაშინ 11 წლის ვიყავი.

 

ჩიჩხიტურის კოშკიდან 10 კილომეტრი უნდა იარო ქედით აზერბაიჯანის მხარეს და იქ არის ყოფილი მონასტერი, სადაც შაჰ-აბასმა 1615 წელს, აღდგომა ღამეს 6 000 ბერი ამოწყვიტა.

 

მამაჩემმა წაგვიყვანა და გვაჩვენა, კარგად მახსოვს ის ადგილი – ადამიანის ძვლები და თავის ქალები ეყარა. მაშინ იმ მონასტრიდან 2 კილომეტრის შემდეგ იყო საზღვარი.

 

ზუსტად არ მახსოვს, თუ არ ვცდები, 1987 წელი იყო, გამოჩნდა ახალგაზრდა კაცი, 5 შვილითა და მეუღლით.

 

ცხოვრობდნენ სამადლოდ, ვიღაცის ნაჩუქარ ვაგონში, ადგილობრივები გიჟს ეძახდნენ, თავი თუ არ ეცოდება, ბავშვები მაინც შეიცოდოსო. უამრავი შხამიანი ქვეწარმავლით იყო სავსე იქაურობა, მაგრამ ერთი რაღაც სასწაულიც არის დავითგარეჯში: მიუხედავად ამდენი ქვეწარმავლისა, ისტორიას არ ახსოვს, ვინმესთვის ეკბინოს მონასტრის ტერიტორიაზე.

მამა გაბრიელმა დაავალა გარეჯში წასვლა და  დაცვა მამა კირიონს - დეკანოზი დავით კონჯარია
2020-10-10მამა გაბრიელმა დაავალა გარეჯში წასვლა და დაცვა მამა კირიონს - დეკანოზი დავით კონჯარია

 

ასე დაიწყო ახალგაზრდა კაცმა დავით გარეჯის აღორძინება, მეუღლითა და მცირეწლოვანი შვილებით. დღეს ეს არავის ახსოვს, არც არავინ ახსენებს ამას და გული მწყდება.

 

ეს ახალგაზრდა კაცი გახლდათ, მაშინ მორჩილი და დღეს ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ერის კაცობაში ირაკლი მახარაძე. მან გაწმინდა მონასტრის ტერიტორია, ჩამოკიდა ჭიშკარი.

 

უდაბნოში საშინელი ზამთარი იცის, რამდენჯერ უწყლოდ, უსაჭმელოდ ყოფილან, ვის ახსოვს ის და მისი ოჯახი?

 

რომ დაინახეს საგარეჯოელებმა, ეს კაცი რწმენის გულისთვის რას ჩადიოდა, ყველას შეუყვარდა, ჩადიოდნენ მასთან, ზოგს საჭმელი მიჰქონდა, ვისაც შეეძლო ფიზიკურადაც ეხმარებოდა მონასტრის მოწესრიგებაში. მეც ბევრჯერ ჩავსულვარ მეგობრებთან ერთად მასთან.

 

შემდეგ მოდაში შემოვიდა, დავითგარეჯაში ჯვრის წერა, ბავშვის ნათლობა, დაიწყო წირვა-ლოცვაზე ხალხმა სიარული. არ მახსოვს როდისმე მამა დავითს ამის შესახებ სადმე ეთქვას, წყნარი, მშვიდი, აუღელვებელი ადამიანია.

 

შემდეგ საქართველო გახდა დამოუკიდებელი, ზვიადის დროს უდაბნოს ტერიტორია საერთოდ უპატრონოდ დარჩა, მოროდიორების გზად იქცა, საქართველოში წართმეული მანქანების აზერბაიჯანში რეალიზაციისათვის.

 

შევარდნაძის დროს, სოფელ უდაბნოს რომ გაცდები და მონასტრისკენ მიდიხარ, იქ პირველ გზაჯვარედინზე ედგათ ერთი ვაგონი, სამი ჯარისკაცი იჯდა შიგნით და ეგ იყო ჩვენი საზღვრის დაცვა. ნათქვამია, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო, ასეც მოხდა, ნელ-ნელა ამოსწიეს საზღვარი ჩვენმა მეზობლებმა, მიშას დროს ხომ საერთოდ მიგდებული იყო. ახლა გვედავებიან, ჩიჩხიტურის კოშკი კი არა, მონასტერიც ჩვენიაო.

 

დავითგარეჯი არც საგარეჯოსია, არც აზერბაიჯანის და არც საქართველოსი, გარეჯი ეკუთვნის მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროს, რადგან არის მეორე იერუსალიმი“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ ვასილ კევლიშვილი.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X