15:44 | 2020-06-16 ავტორი: თამარ გონგაძე

“მაყურებელთან შეხვედრა უნდა” – “მუხუცი ჯამბაზები” ტელე-ეკრანზე გადაინაცვლებს

“მაყურებელთან შეხვედრა უნდა” – “მუხუცი ჯამბაზები” ტელე-ეკრანზე გადაინაცვლებს

მსახიობი და რეჟისორი გოჩა კაპანაძე რუსთაველის თეატრის 2008 წლის სპექტაკლის, “მოხუცი ჯამბაზების” სატელევიზიო ვერსიაზე ფიქრობს. ამის შესახებ მან ექსკლუზიურად “პრაიმტაიმთან” გააჟღერა.

 

რეჟისორმა თავიდანვე ჩაიფიქრა სპექტაკლის სამუშაო პროცესის და სცენაზე თამაშისას გადაღება, რომ მერე სატელევიზიო ვერსიადაც ექცია იგი. მასში ხომ ჩვენი დროის, თეატრის უკანასკნელი მოჰიკანები თამაშობენ, რომელთა რიცხვი, სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო იკლებს.

 

კვირის პალიტრა - ფოტოგალერეა ...

 

როგორც გოჩა კაპანაძე “პრაიმტაიმთან” საუბრისას ამბობს, “მოხუცი ჯამბაზების” 80 საათიანი ვიდეომასალა აქვს, რომლისგანაც, დოკუმენტალისტთან ერთად, დოკუმენტურ ნოველას “გამოაცხობს”. ვერსიის სცენარის ავტორი ხელოვნებათმცოდნე და თეატრმოცდნე, მანანა თევზაძეა.

 

გოჩა კაპანაძე: – ეს იქნება სპექტაკლის, “მოხუცი ჯამბაზების” დოკუმენტური ნოველა. დიდი მასალა გვაქვს გადაღებული. იხილავთ იმას, რასაც მაყურებელი სპექტაკლის დროს ვერ ხედავს. ფარდის უკანა მხარეს, რომელიც ზოგჯერ ბევრად საინტერესოა, თუ როგორ ხდება მსახიობების მომზადება სპექტაკლისთვის. ძირითადი ღერძი ეს იქნება. ძალიან კარგი სარეპეტიციო მასალები გვაქვს. გვაქვს საინტერესო დოკუმენტური, ვიდეოკადრები.

 

კიდევ ერთხელ შევხვდებით ბატონ კახი კავსაძეს, ჯემალ ღაღანიძეს, თენგიზ გიორგაძესთან, ქალბატონებს – მარინა ჯანაშიას, მარინა კახიანს, მანანა გამცემლიძეს… სამწუხაროდ, ბევრი მონაწილე მსახიობი აღარ არის ჩვენს გვერდით…

 

მოხუცი ჯამბაზები

 

ამ სპექტაკლის დადგმას რომ ვიწყებდი, ნიკა წულუკიძე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და დიპლომზე მუშაობდა. მე ნიკას საინტერესო მომავალი პერსპექტივაში დავინახე და ვუთხარი, “მოხუც ჯამბაზებს” ვდგამ და მოდი, იქნებ შენი სადიპლომო ამ სპექტაკლზე გააკეთო-მეთქი. მან პრაქტიკული ნიჭი გამოავლინა, გადამღები ჯგუფი მოიყვანა და რეპეტიციების ყველა ეტაპი გადაიღო. ასე, რომ ზღვა მასალა გვაქვს და ამ დოკუმენტური ნოველის შექმნაში ნიკაც მიიღებს მონაწილეობას.

 

მე ვიქნები მეორე რეჟისორი, პროფესიონალ კინორეჟისორთან ერთად ვიმუშავებ. მხატვრული კინორეჟისურა სხვა რამაა, დოკუმენტური კინო – სხვა. ასე რომ ახლა დოკუმენტალისტებზე ვფიქრობ. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი რეჟისორები, განსაკუთრებით – ახალგაზრდები. რომელიმეზე გავაკეთებ არჩევანს.

 

შეყვარებული მამაკაცის სიმბოლო - კახი 85 წლის გახდა
2020-06-05შეყვარებული მამაკაცის სიმბოლო - კახი 85 წლის გახდა

 

ახლახან ბატონი კახი იუბილარი იყო. ის ფანტასტიკურ ფორმაშია. მისთვის პანდემიის დროს სახლში ყოფნა ძნელი იყო. შემხვდა და როდის დავიწყებთ ახალ სპექტაქტაკლზე მუშაობასო, მკითხა. ძალიან უნდა მაყურებელთან შეხვედრა. ფიზიკურად ბრწყინვალე ფორმაშია. მუშაობაში მსუბუქია. მოგყვება.

 

ასე, რომ ვემზადები ამ პროექტისთვის. მაყურებელს ჩვენი დიდი მსახიობების უნიკალური ვიდეომასალა ელოდება…

 

მოხუცი ჯამბაზები (12) - a photo on Flickriver

ავტორი: თამარ გონგაძე

X