
24 წლის ავღანელი უფლედამცველი, მალალა იუსაფზაი, სამშობლოში განვითარებულ მოვლენებს Twitter-ზე ეხმაურება.
„შოკირებულები ვართ ავღანეთზე „თალიბანის“ კონტროლის გამო. ძალიან ვღელავ ქალებზე, უმცირესობებსა და ადამიანის უფლებების დამცველებზე. გლობალურმა, რეგონულმა და ადგილობრივმა ძალებმა უნდა მოითხოვონ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, უზრუნველყონ გადაუდებელი ჰუმანიტარლი დახმარება და დაიცვან ლტოლვილები და მშვიდობიანი მოქალაქეები“, – წერს ის.
ნახეთ ვიდეო: შოკისმომგვრელი კადრები! – ქაბულში, აფრენილი თვითმფრინავიდან ადამიანები ჩამოვარდნენ
შეგახსენებთ, რომ მალალას 15 წლის ასაკში, იმის გამო ესროლეს, რომ განათლების მიღება სურდა და მედიასთან ღიად საუბრობდა ავღანეთში ქალთა უფლებების დარღვევებზე.
We watch in complete shock as Taliban takes control of Afghanistan. I am deeply worried about women, minorities and human rights advocates. Global, regional and local powers must call for an immediate ceasefire, provide urgent humanitarian aid and protect refugees and civilians.
— Malala (@Malala) August 15, 2021
ასევე დაგაინტერესებთ:






















