12:57 | 2021-10-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„მალე მოუწევს ამას და რუსეთში დაფრთიანებულ ბიზნესმენებს რუსეთში გამგზავრება“ – გიორგი გამსახურდია ბურჭულაძეზე

„მალე მოუწევს ამას და რუსეთში დაფრთიანებულ ბიზნესმენებს რუსეთში გამგზავრება“ – გიორგი გამსახურდია ბურჭულაძეზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია „ფონდ იავნანას“ ხელმძღვანელის პაატა ბურჭულაძის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ბურჭულაძე „რუსული ბანი, ვოვას პირადი ლაქიაა“.

 

„ეს აცენიზატორი, ნაცშპანასთან ერთად დადის და ისეთ სიბინძურეს და ტყუილებს კადრულობს ბიძინაზე, რომ თვით ნაცელიტასაც დაესიზმრება. ეს არის რუსული ბანი, ეს არის ვოვას პირადი ლაქია, მისი სიტყვა კიდევ ჩალის ფასია. მალე მოუწევს ამას და რუსეთში დაფრთიანებულ ბიზნესმენებს რუსეთში გამგზავრება“, – დაწერა გამსახურდიამ „Twitter-ში“

 

ცნობისთვის, ზუგდიდში გუშინ გამართულ აქციაზე ოპერის მომღერალმა განაცხადა: „თუნდაც პრეზიდენტი არ იყოს, ვინმე, ერთი ადამიანი იჯდეს ციხეში და ის სცენიდან უწმაწური სიტყვებით მოიხსენიო, ქრისტიან ადამიანს ამაზე ტაში დააკვრევინო, ეს ფსკერია ბატონებო – ეს უნდა იყოს ამ მავნებელი მთავრობის ბოლო გაფართხალება“.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X