17:29 | 2021-04-24 ავტორი: Prime Time

მალიორკაზე დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 22 ადამიანი კორონავირუსით დააინფიცირა

მალიორკაზე დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 22 ადამიანი კორონავირუსით დააინფიცირა

მალიორკაზე დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 22 ადამიანი COVID-19-ით დააინფიცირა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

 

გამოცემის ცნობით, მამაკაცმა კორონავირუსის სიმპტომებს ყურადღება არ მიაქცია და სამსახურსა და სპორტდარბაზში სისტემატურად დადიოდა. მამაკაცმა ინფიცირების შესახებ ინფორმაცია დამალა.

 

მან PCR ტესტი მხოლოდ მას შემდეგ ჩაიტარა, რაც თანამშრომლები შეშფოთდნენ, თუმცა ის შედეგს არ დაელოდა და ტესტის პასუხის გაგებამდე მამაკაცი სამუშაო ადგილს დაუბრუნდა. შედეგად, ვირუსით დაინფიცირდა მისი ხუთი თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები, მათ შორის სამი ჩვილი.

 

საერთო ჯამში, ვირუსით დაინფიცირდა 22 ადამიანი.

 

 

 

ძველ ცხოვრებას ჩვენ ვეღარასდროს დავუბრუნდებით - გიორგი ფხაკაძე
2021-04-24ძველ ცხოვრებას ჩვენ ვეღარასდროს დავუბრუნდებით - გიორგი ფხაკაძე
ავტორი: Prime Time

X