11:10 | 2021-05-12 ავტორი: Prime Time

მამა და ორი და მყავს საქართველოში – აიცრნენ თუ არა გიორგი ფხაკაძის ოჯახის წევრები

მამა და ორი და მყავს საქართველოში – აიცრნენ თუ არა გიორგი ფხაკაძის ოჯახის წევრები

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებით, მას საქართველოში მამა და ორი და ჰყავს, თუმცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქინით ამ დრომდე არ აცრილან.

 

ფხაკაძის თქმით, მისი ოჯახის წევრები საქართველოში „ფაიზერის” ვაქცინის დამატებითი დოზების შემოტანას ელოდებიან.

 

„მამა და ორი და მყავს საქართველოში, მაგრამ ამ ეტაპზე, არ არიან აცრილები, ვფიქრობ „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრებიან, როცა ვაქცინა საქართველოში იქნება. „Bloomberg“ -ის კვლევის თანახმად, კოვიდგადატანილების 50%-ს, დიაბეტის რისკის ქვეშ არიან. ეს, ძალიან საგანგაშო რიცხვია!”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ „პრაიმ ტაიმთან”.

ავტორი: Prime Time

X