22:04 | 2020-03-30 ავტორი: Prime Time

მამა გიორგის მიმართ ზეწოლა ხორცილედება, გათავისუფლებით ემუქრებიან! – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

მამა გიორგის მიმართ ზეწოლა ხორცილედება, გათავისუფლებით ემუქრებიან! – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარი დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქყვეყნებს. მისი თქმით, კაპელან დეკანოზ მამა გიორგი წეროძის მიმართ ზეწოლა ხორცილედება, რადგან მან მრევლს რამდენიმე დღის წინ ტაძრებში მისვლისგან თავის შეკავება სთხობა.

დიდი ზეწოლაა და კაპელანობიდან (ე.ი. ჯარის მღვდელი, რომელსაც სახელმწიფო ხელფასს უხდის, ესაა საქართველოს სამღვდელოებაში ერთადერთი კატეგორია მღვდლების, რომლებსაც ხელფასი აქვთ) გათავისუფლებით ემუქრებიან – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

 

„როგორც მატყობინებენ, კაპელან დეკანოზ მამა გიორგი წეროძეზე მისი ამ დღეებში გაკეთებული ცნობილი განცხადების გამო დიდი ზეწოლაა და კაპელანობიდან (ე.ი. ჯარის მღვდელი, რომელსაც სახელმწიფო ხელფასს უხდის, ესაა საქართველოს სამღვდელოებაში ერთადერთი კატეგორია მღვდლების, რომლებსაც ხელფასი აქვთ) გათავისუფლებით ემუქრებიან. სირცხვილია, თუ ეს მართლაც ასეა და პიროვნების სიტყვის თავისუფლება დევნის ქვეშაა ეკლესიაში. სოლიდარობას ვუცხადებ მამა გიორგის და მოვითხოვ შეწყდეს მასზე ზეწოლა. ასევე მინდა გავაფრთხილო ვისაც ეს ეხება, ნუ მოიჭრით თავს კიდევ ერთხელ…„ – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

 

მღვდელმა გიორგი წეროძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ხატზე, ჯვარზე მთხვევით და ზიარებითაც სრულიად შესაძლებელია გავრცელდეს ვირუსი.

 

„გაფიცებთ ქრისტეს სიყვარულს, მინიმუმ ორი კვირა არ წახვიდეთ ტაძარში. დარჩით სახლში“ – დაწერა რამდენიმე დღის წინ მამა გიორგიმ.

 

მოგვიანებით კი განმარტა, რომ „ამის დაწერის მიზეზი იყო და არის განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოწოდება ამ მძიმე მდგომარეობაში და არა ზიარების საიდუმლოში ჩემ მიერ ეჭვის შეტანა. მინდა განვმარტო, რომ არ ვეწინააღმდეგები სინოდის გადაწყვეტილებას“ – აღნიშნავს მამა გიორგი.

მინდა დავუბრუნდე ჩემ მიერ დაწერილ პოსტს, რომელმაც გამოიწვია მრევლის წევრთა ნაწილის ვნებათა ღელვა ზიარებასთან…

Gepostet von მღვდელი გიორგი წეროძე am Sonntag, 29. März 2020

ავტორი: Prime Time

X